ცვლილებები სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა დააყენოს - ბადრი ჯაფარიძე

02.09.24 13:30
ცვლილებები სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა დააყენოს - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე ყოფნისას მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი ახლა სწორედ ქართველი ხალხის გასაკეთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მთავარი ამოცანა ახლა ხმების დაცვაა, რათა "ქართულმა ოცნებამ" ის ვერ მიიტაცოს.  

რწმენა ჩვენს ხალხში არის დიდი, ქართველი ხალხის მიმართ სიყვარული, რწმენა არის ძალიან დიდი ჩვენი მეგობრების მხრიდან, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა დააყენოს ცვლილებები და ჩვენი მეგობრები, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს მეგობრები მხარს დაუჭერენ ჩვენ ხალხის გადაწყვეტილებებს და ჩვენი ხალხის ნებას. შესაბამისად, ეს ნება უნდა იყოს გამოხატული თავისუფლად, ამას ხელი არავინ უნდა შეუშალოს. ეს არის ახლა მტავარი, დაცული უნდა იყოს ჩვენი ხალხის გამოხატული ნება. ეს არის მთავარი საზრუნავი ახლა. ამოცანაა, რომ იყოს მაქსიმალური ყურადღება, რომ „ქართული ოცნება“ არ შეეცადოს, რომ მიიტაცოს ქართველი ხალხის ნება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.