“არ ვაპირებთ რეგისტრაციას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს (რუსული) კანონი გაუქმდეს“- ნინო დოლიძე

02.09.24 13:42
“არ ვაპირებთ რეგისტრაციას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს (რუსული) კანონი გაუქმდეს“- ნინო დოლიძე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი არის ღირების შემლახავი და აღნიშნული კანონით რეგისტრაციას არ აპირებენ.

დოლიძის თქმით,  კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

არ ვაპირებთ ამ კანონით რეგისტრაციას, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, არის ღირსების შემლახავი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოვიყენოთ  სამართლებრივი მექანიზმები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იმისთვის, რომ ეს კანონი გაუქმდეს და საქართველომ არ იცხოვროს რუსული კანონით“,- აცხადებს დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერი ე.წ აგენტების რეესტრში დარეგისტრირების ბოლო დღეა.