სენატორ მაკკეინის სახელობის კონფერენციას ივანიშვილის პარტიის წევრები არ ესწრებიან, ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევენ - თინა ბოკუჩავა
„სენატორ მაკკეინის სახელობის კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან ტრადიციად საქართველოსთვის, მაგრამ მასში ტრადიციულად მონაწილეობას არ იღებს ივანიშვილის პარტიის წევრები, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ქვეყანას აქცევენ სრულ იზოლაციაში.“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სენატორ მაკკეინის სახელობის გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთეოს კეთილდღეობისთვის.
სენატორ მაკკეინის სახელობის კონფერენცია, რომელიც იყო საქართველოს დიდი მეგობარი, მათ შორის სხვათა შორის პერსონალური მეგობარი პრეზიდენტი სააკაშვილის, ეს კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან ტრადიციად საქართველოსთვის, მაგრამ მასში ტრადიციულად არ იღებს მონაწილეობას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის პარტიის არცერთი წევრი, როგორც ყოველთვის ისინი ბოიკოტს უცხადებენ ამ კონფერენციას, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ისინი ცდილობენ ქვეყანა მოაქციონ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მხოლოდ გაჭირვებას, სიდუხჭირეს, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი 26 ოქტომბერს და ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც მოიტანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.