ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას - თინა ბოკუჩავა

02.09.24 14:57
ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას - თინა ბოკუჩავა

“რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას“ -  ამის შესახებ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით, განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ ხმას ივანიშვილს კიდევ ერთხელ  უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს.

უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.