მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე აჩვენოს, რომ მხარს ევროპულ გზას უჭერს - ლინკევიჩიუსი

02.09.24 15:21
მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე აჩვენოს, რომ მხარს ევროპულ გზას უჭერს - ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ცვლილებები საქართველოში ქართველმა ხალხმა უნდა მოახდინონ. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ საერთაშორისო კონეფერნციაზე ყოფნის დროს ისაუბრა. დიპლომატის თქმით, ხლა სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რო მათი არჩევანი ევროპულია. 

ამასთან, ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ევროკავშირი თავის მხრივ კონკრეტულ ზომებს აუცილებლად გაატარებს, რათა "ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ საკუტარი პოზიცია დააფიქსიროს. დიპლომატი პრიდაპირ ამბობს, რომ არ სურს, საქართველო ბელარუსს დაემსგავსოს, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. 

თავად საქართველოში მნიშნელოვანია ქმედებები. ევროკავშირი როგორმე მოახდენს რეაგირებას სიტუაციის შესაბამისად. მაგალითად, როგორც ეს მოხდა სტატუსის გაყინვის შემთხვევაში. ახლა პარალელს ვავლებ ბელორუსიასთან. იქ რთულია სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა, რადგან ან ციხეში არიან, ან საზღვარგარეთ. იმედია, საქართველოში ასეთ სცენარს არ ვნახათ. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მობილიზება, რათა დაამტკიცონ, რომ ევროპულ გზას უჭერს მათუ უმრავლესობა მხარს და ეს აჩვენონ არჩევნებზე. ქართველებმა საკუთარ სამშბლოში პროცესები თავად უნდა შეცვალონ. ჩვენ არ შეგვიძლია ქართველებისთვის რევოლუციის მოხდენა. ამას არ ვაპირებთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია აქტივების გაყინვით ან ინდივიდუალური  სანქციებით, მაგრამ სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. მას შემდეგ რაც პარტიები აიკრძალება, ვერ იქნება ვერანაირი მოლაპარაკებები, ეს აშკარაა. რატომ მივედით ამ გადაწყეტილებამდე? „ქართული ოცნების“ მთავრობის ნაბიჯების გამო, მათ შორის ამ აგენტების კანონის დამსახურებით. ნორმალური პარტნიორობაც კი აღარ გვაქვს. ეს არის პრობლემა., - ამბობს ლიეტუვის ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი.

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.