"ოცნების" პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ აქვს - კნუტ აბრაჰამი
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი კნუტ აბრაჰამი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ აქვს. მაღალჩინოსნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ წინსაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
აბრაჰამი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში საკითხს გულდასმით შეისწავლის და შემდეგ ამაზე გერმანიის ბუნდესტაგში იმსჯელებენ.
მე ვხედავ ძალიან მკაფიო რუსულ სტრატეგიას ევროპული იდეის წინააღმდეგ, რადგან რუსებმა იციან, რომ თუ ევროპა ძალებს გააერთიანებს, მაშინ ევროკავშირი იქნება ძლიერი. ახლა კი ისინი ცდილობენ, რომ შეასუსტონ პროევროპული ძალები საქართველოში, ასევე მოლდოვაში და გერმანიაშიც კი, სადაც არჩევნები გვქონდა. რუსეთი მხარს უჭერს ისეთ ძალებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს. ჩვენი მისიაა, რომ შევისწავლოთ აქ არსებული სიტუაცია და ანგარიშ ჩავაბარო ჩემს პარლამენტს და ვიმსჯელებთ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს. ჩვენ ამას ყურადღებით გავაანალიზებთ ვინ არის პასუხისმგებელი და რამდენად შორს წავიდნენ ისინი ევროპული კანონებისგან. ამის შემდეგ უკვე მივიღებთ ზომებს ამ პერსონალიების მიმართ. არანაირი შანსი არ არის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სულს, ამიტომაც მოლაპარაკებები არ იქნება. „ქართული ოცნების“ რიტორიკაა, რომ ისინი მაინც გახდებიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ ეს არის, უბრალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ეს ბრიუსელში არსებულ რეალობას არ ემთხვევა, - განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.
"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.