გიორგი კაპანაძე - თანადგომას ვუცხადებთ „ჯორჯიან მანგანეზის" და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს ჯორჯიან მანგანეზის და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა, სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, ეკონომიკა ეკუთვნის ანტიქართულ ოცნებას და არა - ხალხს.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს ჯორჯიან მანგანეზის და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა, სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა.
მათ გადაუთხარეს მიწები, დაუნგრიეს სახლები, გაუნადგურეს ქონება და ახლა, პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, რადგან დღეს, ეკონომიკა ეკუთვნის ანტიქართულ ოცნებას და არა - ხალხს.
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები.
სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, უნდა ჰქონდეთ ღირსეული კომპენსაცია.
ეკონომიკა უნდა იყოს ხალხისთვის.
ამიტომ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, გაიმარჯვებს არა სიღარიბის პარტია, არამედ, ჭიათურელი მაღაროელი, არა ანტიქართული ოცნება, არამედ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა, გაღარიბდა, ემიგრაციაში წავიდა... არა კლანი, არამედ, საქართველო”, - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კაპანაძემ.