"ალქაჯების გაერთიანება" - ირაკლი ზარქუა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

02.09.24 15:55
"ალქაჯების გაერთიანება" - ირაკლი ზარქუა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "გარდამტეხი წელი" "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა "ალქაჯების გაერთიანებად" მოიხსენიებს. მმართველი გუნდის დეპუტატი დასავლელ პარტნიორებს ისევ თავს ესხმის და მათ განცხადებებს უწუნებს. ზარქუა ამტკიცებს, რომ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინისნებს საქართველოს ხელისუფლებისთვის "ნოტაციების" კითხვის მორალური უფლება არ აქვთ.  

"დროის და ფულის ფუჭი ხარჯვაა," - ამბობს ზარქუა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე. 

ეს არის, უბრალოდ, გაერთიანება ალქაჯების, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ, დემოკრატიაზე ნოტაციებს გვიკითხავენ და ვინ მერე? დევიდ კრამერი, ერთ-ერთი უსამშობლოა მორიგი, ნაცების სატელიტი და ლობისტი და მორალს გვიკითხავს. ბიჭო, შენს ქვეყანასი პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან. ახლა, დემოკრატია იქ უფრო მაღალია თუ ჩვენთან? რომ იტყვით კიდევ და ნოტაციას წაგვიკითხავთ, ენას ძვალი არ აქვს. არ გაგიტარებთ, ბიძიებო, ამას. ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც ახლა დღეს ხდება აქ, მე მგონია, რომ დროის და ფულის ხარჯვაა. საღამოს 8 -თვის თუ შემომეხიანებით, კაი ოციანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართულ გენიას სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის, ეკლესიის როლზე და ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.