არჩევნებში ჩარევას არავის ვაპატიებთ - არჩილ თალაკვაძე
თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად ქართული ოპოზიცია და მესამე სექტორი ესწრება, არჩილ თალაკვაძე არცევნების გაყალბების მცდელობად მიიჩნევს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ პარტიებს ყველა პირობა აქვთ, რათა სწორი საარჩევნო კამპანია აწარმოონ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგან.
არავის ვაპატიებთ არ არჩევნებში ჩარევას და არჩევნების გაყალბების მცდელობას თუ ვინმე ამას შეეცდება, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე აგებს პასუხს. ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული სისტემა, პარტიებს მივეცით სოლიდური დაფინანსება, მედიაზე ყველას აქვს წვდომა. კეთილი ინებონ, ჩაატარონ კამპანია არა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ამომრჩევლების დასარწმუნებლად, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.