სამოქალაქო სექტორი: არავინ აპირებს ამ ქვეყანაში, მათ შორის არც საპატრიარქო, დაემორჩილოს ოლიგარქის სურვილებს

02.09.24 17:32
სამოქალაქო სექტორი: არავინ აპირებს ამ ქვეყანაში, მათ შორის არც საპატრიარქო, დაემორჩილოს ოლიგარქის სურვილებს

სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ არავინ აპირებს ამ ქვეყანაში, მათ შორის არც საპატრიარქო, დაემორჩილოს ოლიგარქის სურვილებს და ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სადღეგრძელო.

მათივე თქმით, კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაჩენით, მმართველი გუნდი სახის შენარჩუნებას ცდილობს.

არავინ აპირებს ამ ქვეყანაში, მათ შორის არც საპატრიარქო, დაემორჩილოს ოლიგარქის სურვილებს და რაც შეეხება, ამ ჩანაწერის გაჩენას კონსტიტუციაში, ეს არის ერთგვარი სახის შენარჩუნება, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სადღეგრძელო , ყველამ იცის საქართველოს ისტორია და ყველა მომენტი ისტორიის კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს“, - ამბობს ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი. 

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინსააარჩევნო სპეკულაცია, რასაც ხელისუფლება იყენებს.

ის ყოველთვის ასაღებს დამარცხებას გამარჯვებად და ეს პირველი შემთხვევა არაა“, - ამბობს ის.

30 აგვისტოს ირაკლი კობახიძე სასულიერო პირებს შეხვდა, რა დროსაც, პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, მეუფე შიოს დათანხმებას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინათ.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი მე-8 მუხლში ჩანაწერის შეტანას ეხებოდა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფოების საყრდენად ეკლესია გამოცხადდეს. მისივე ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება ეკლესიის როლის გაძლიერებას ეხებოდა.

ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ეკლესია საკუთარ მოღვაწეობას კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც განაგრძობს და მმართველი გუნდის შეთავაზებაზე კატეგორიული წინააღმდეგია.