"გადახვედით ყველანაირ ზღვარს!" - ამნისტიის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
"ქართულ ოცნებას" ამნისტიის პროქტის განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც იურიდიულ კომიტეტზე შევიდა - "გირჩია". სხვა პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან. ამის მიუხედევად, სხდომა მაინც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ქართულმა ოცნებამ" "გირჩს" არაერთხელ გაუთიშა. იაგო ხვიაჩიას ამნისტიის პროექტში ახალი მუხლების დამატება უნდა, რომ ციხეები რაც შეიძლება მეტმა პატიმარმა დატოვოს, მაგრამ "ოცნება" უარზეა.
"გირჩში" ფიქრობენ, რომ მმართველ პარტიას პატიმრების ბედი არ ანაღვლებს და ამნისტიის გამოცხადება მხოლოდ წინასაარჩევნოდ, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე სურს.
თქვენ, უბრალოდ, იმდენად ცხად არგუმენტებზე მეუბნებით, რომ „არა, ეს ასე გადავწყვიტეთ“, მე მგონია, კარგი იქნება დააფიქსიროთ, რომ თქვენ არაფრის შეცვლას არ აპირებთ, - უთხრა იაგო ხვიჩიამ სახელისუფლებო გუნდს, რასაც „ხალხის ძალის“ ლიდერის გურამ მაჭარაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
გადახვედით ყველანაირ ზღვარს. ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, თქვენ რომ ზრუნავთ ახლა პატიმრების გამოშვებაზე, იმიტომ ზრუნავთ, რომ მერე ხმა უნდა მოგცენ?აბა, საიდან მოიტანეთ, რომ ჩვენ ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ, იმიტომ, რომ მერე ვიღაცამ გვითხრა, რომ გამოუშით პატიმრები და მერე... ვერ დაასრულებთ, იმიტომ, რომ კითხვას არ სვამთ, - უთხრა მაჭარაშილმა ხვიჩიას.
სხდომაზე იაგო ხვიჩიამ ასევე იმ პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, ვინც ციხეში სასჯელს კანაფის გამო იხდის.
თქვენ რაც ჩამოთალეთ მუხლები, იქიდან ხალხი არ ზის ყველა ციხეში, - უთხრა ხვიჩიამ "ხალხის ძალის" ლიდერს.