რა თქვა ე.წ პიჯაკების საქმის მოწმემ - სააკაშვილის პროცესი გრძელდება

02.09.24 16:30
რა თქვა ე.წ პიჯაკების საქმის მოწმემ - სააკაშვილის პროცესი გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პიჯაკების საქმეზე მიყვანილმა მოწმემ, დავით ბესტავაშვილმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში თემურ ჯანაშიას მოადგილე იყო, სასამართლოს უთხრა, რომ საიდუმლო განკარგულებების გამოცემა კანონსაწინააღმდეგო არ არის და ეს სახელმწიფო დაცვის სამსახურში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ბესტავაშვილმა ამ საიდუმლო განკარგულებების გრიფის მოხსნაზეც ისაუბრა.

როდესაც ბატონი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა და მე დამნიშნა მოადგილედ, პრეზიდენტის საიდუმლო  განკარგულებები კვლავ დგებოდა ჩვენს მიერ და სამართლებრივ აქტზე დაყრდნობით, კვლავ ხდებოდა პრეზიდენტის ხარჯების და დაცვითი ღონისძიებების გასაუმჯობესებლად ხარჯების გაწერა, ეს იყო გრიფით საიდუმლო.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ აგზავნიდა წერილს განსაიდუმოებასთან დაკავშირებით, შემდეგ მომზადდა შესაბამისი წერილი და მოხდა დოკუმენტრების განსაიდუმლოება“,- ტქვა პროცესზე ბესტავაშვილმა

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.