"იდეალურები არ ვართ და შეცდომები გვაქვს" - ირაკლი ზარქუა
"იდეალურები არ ვართ და შეცდომები გვაქვს" - საქართველოს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, "ოცნების" რიგითმა დეპუტატებმა აღიარეს, რომ ივანიშვილის გუნდი "უშეცდომო არ არის".
ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდს მათგან განსხვავებით ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის არ უღალატია.
ჩვენ არასროს გვითქვამს და არც ერთ ჩვენს ლიდერს არ უთქვამს, რომ იდეალურად ვართ. არა, გამოწვევები, შეცდომები არის და მოსულა. მთავარია შენს ქვეყანას არ უმტრო, როგორც ნაცები და მწვალებლები აკეთებდნენ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. თორემ შეცდომები, რა თქმა უნდა, გვაქვს. კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც გაფენილია სხვადასხვა პარტიებში, სახიფათოა, რადგან მათი მოტივაციაა, დასაჯონ ქართული საზოგადოება, რადგან 2012 წელს საზოგადოებამ მათ უარი უთხრა, პოლიტიკურ სანაგვეზე გადაისროლა. ახლა არის ვენდეტა, ანგარიშსწორება ქართულ სახელმწიფოზე. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით არა, უცხოუელი პატრონების მხარდამჭერით. ამიტომაც არის უსამშობლოები, უთავმოყვარეობი, უავტორიტეტოები გააერთიანეს. ძალით მიყვანილი ხალხი ნახეთ ვაშაძის და ბოკუჩავას დაორგანიზებულებში, მარტო თავად რომ ჩანან. ჩვენ შემდეგ რომ ვიშლებით და იქ რომ კონცერტია, ის ხალხი ყველა იქ რჩება", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს, გურიაში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღიარა, რომ "არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა".