პოლიციელი, რომელმაც ალეკო ელისაშვილი სცემა, იმალება - დუმს შსს-ც
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, გაუშვეს თუ არა სისტემიდან პოლიციელი, რომელმაც ქუჩაში კამერების წინ პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სცემა. "პირველები" მთელი დღეა ზაქრო ჩოხელთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ ძალადობაში მხილებული ძალოვანი იმალება.
სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, სახეზეა ძალადობის წახალისება და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება, რადგან ეს ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩვენების წინ განსაკუთრებით სჭირდება.
გვახსოვს გასული წლების პრაქტიკა, როცა ასეთ შემთხვევებში მათ მიერ წახალისებულ თუ ორგანიზებული ძალადობების შემთხვევებში, ფორმალურად მაინც გამოავლენდნენ პასუხისმგებელ პირს და მისცემდნენ ფორმალურ პასუხისგებაში. ახლა ამასაც კი არ აკეთებენ, რაც არის პირდაპირი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ ისინი, ფაქტობრივად, დაუფარავად აკეთებენ ამას და ამგვარი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი, მორიგი მსხვერპლი და სამიზნე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გამოხატავს საკუტარ აქტიურ სამოქალაქო პოზიციას, - ამბობს ნიკო მანაგაძე.
ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი გია ჯაფარიძე ამბობს, რომ მის შემთხვევაშიც გამოძიება წინ არ მიდის და დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
გასულია უკვე რამდენიმე თვე, წაღებული აქვთ სისტემა , რაც არის თავისი კამერებით, ჩანაწერებით. ყოველ კვირას თითქმის ჩემი ადვოკატები აწუხებენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და სთხოვენ, რომ გვაჩვენონ ეს ვიდეო. მე ვარ დაზარალებულად ცნობილი პროკურატურის მიერ, მეტი არაფერი. არანაისი სხვა წინსვლა ამ საქმეში არ ყოფილა, არ არის, ყოველ კვირას თითქმის გვაქვს კომუნიკაცია და ყოველ კვირას ვისმენთ ერთი და იგივე პასუხს, - ამბობს გია ჯაფარიძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვიმა დღეს იმ პოლიციელის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, 5 თვის წინ, ანტირუსულ აქციაზე მასზე ძალადობაში მონაწილეობდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთა გამართა და აღნიშნა, რომ ამ ხნის მანძილზე ამ უწყებამ ვერცერთი მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცრება "ვერ შეძლო".
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს, თუმცა მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, ყველა მათგანს პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს.