სტრატეგიული პარტნიორები 26 ოქტომბერს ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან - ჯაფარიძე

02.09.24 17:00
სტრატეგიული პარტნიორები 26 ოქტომბერს ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან - ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ცნობით, მხარეებმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე იმსჯელეს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართელოსა და ქართველი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს - "ჩვენი მეგობრები საზოგადოების ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან".

დღეს, თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან წარმოდგენილი. ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ვისაუბრეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა ჩვენი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენი ხალხის ნების დაცვის სადარაჯოზე იდგებიან. 

არჩევნების დღეს კი ყველას გვმართებს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების მომავლის მიმართ. 26 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალს", - წერს ბადრი ჯაფარიძე.

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.