"სასოწარკვეთილი მცდელობა და ბოლო გაფართხალებაა" - ზიბზიბაძე "ოცნების" ყრილობაზე
"სასოწარკვეთილი მცდელობა ოცნების" ბოლო გაფართხალებაა - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ალექსანდრე ზიბზიბაძე ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რეგიონებში გამართულ პარტიულ ყრილობებს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ "ოცნება" ხალხს დაშინებით და იძულებით აბილიზებს, რასაც "ჩაწერილი ტაშიც" კი ცხადყოფს.
ეს, რაც ხდება რეგიონებში, არის მათი სასოწარკვეთილი მცდელობები, რომ ბოლო გაფართხალებაა "ქართული ოცნების". ეს უკვე გვინახავს ჩვენს 2012 წელს, 2003-ში. ეს ადამიანები, ვინც მანდ იდგნენ, ეტყობოდათ, რომ არ უნდოდათ იქ დგომა. ვინც კი შეკრიბეს, ადმინისტრაციული რესურსვი ვინც ძალით მიიყვანეს და არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ იმ გამოსვლებზე, რაზეც ის ჩაწერილი ტაშიც მეტყველებს. ასევე, მათი გამოსვლებიც მოკლე გახდა უფრო, ნაკლებად ენერგიული და ცდილობენ კონცერტებით, რომ ამით გამვლელები მოიზიდონ და წარმოაჩინონ, რომ ვითომ მათ ღონისძიებაზე მიდიან", - ამბობს ალექსანდრე ზიბზიბაძე.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" 31 აგვისტოს, გურიაში ყრილობა გამართა. რა იყო ივანიშვილის მთავარი გზავნილები ოზურგეთიდან? - ნახეთ ბმულზე.