“აფხაზეთის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა“ - სერგეი შამბა
“აფხაზეთის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა“ - ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა “იზვესტიას “ განუცხადა.
აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარების მიზანი. ყველაფერი ერთმანეთთან ლოგიკურად არის დაკავშირებული. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. არავის გაუუქმებია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რასაც ჩვენ მუდმივად ვაწყდებით.
ვცდილობთ ურთიერთობები დავამყაროთ იმ ქვეყნებთან, რომლებზეც დასავლეთს დიდი გავლენა არ აქვს და მათზე პირდაპირ ზეწოლას ვერ ახორციელებს. ყველა პრობლემის და ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ ახალი კონტაქტების და კავშირების დამყარებას, ახალ პარტნიორებს ვეძებთ. ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.