ჩვენი მმართველობის პერიოდი გამორჩეულია იმით, რომ ხალხს ომი ავარიდეთ - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რომ ქართველ ხალხს ომი აარიდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.
ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ჩვენ ხალხს ავარიდეთ მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი", - თქვა ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
ღარიბაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, როდის დაიწყო ომი 7 აგვისტოს თუ 8 აგვისტოს. ღარიბაშვილის თქმით, თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს და წინა ხელისუფლებაც 8 აგვისტოს აღნიშნავდა.