"ოცნების" ახალი შეთავაზება საპატრიარქოს - ოლიგარქმა მოქმედებაში გეგმა "ბე" მოიყვანა

02.09.24 20:38
"ოცნების" ახალი შეთავაზება საპატრიარქოს - ოლიგარქმა მოქმედებაში გეგმა "ბე" მოიყვანა

ახალი შეთავაზება საპატრიარქოს. მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ოლიგარქმა ცივი უარი მიიღო, მოქმედებაში გეგმა "ბე" მოიყვანა. ქრისტიანობა სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია - ახლა ასეთი ჩანაწერი დაანონსეს კონსტიტუციაში.

ივანიშვილი ნებისმიერი გზით ცდილობს, არჩევნების წინ საპატრიარქოს კეთილგანწობა მოიპოვოს და ქვეყნის მთავარ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც ეკლესიისთვისაც მისაღები იქნება. 

მანამდე კი "ქართული ოცნება" წმინდა სინოდის იმ წევრებზე განაგრძობს შტურმს, ვინც საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ივანიშვილის გულუხვი შეთავაზების უკან ეკლესიის დამორჩილების მცდელობა დაინახა.

მეუფეები მიდიან და მოდიან, დედა ეკლესია კიი დგას - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დღეს ალუდა ღუდუშაური საპატრიარქოს პოზიციას. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი მღვდელთმთავრების ასეთ ხისტ პოზიციას არ ელოდა და საპასუხო თავდასხმაზე გადავიდა.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.