კრიმინალური პოლიციის მოძალადე თანამშრომელი - ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ელისაშვილს სცემა

02.09.24 20:13
კრიმინალური პოლიციის მოძალადე თანამშრომელი - ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ელისაშვილს სცემა

სამართალდამცველების გასაკეთებელი საქმე დაზარალებულმა დეპუტატმა გააკეთა. დადგენილია მოძალადე პოლიციელის ვინაობა, ვინც პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ანტირუსულ აქციაზე სასტიკად სცემა. ზაქრო ჩოხელის სახელი და გვარი თავად ელისაშვილმა გაარკვია. დეპუტატმა მოძალადე სამართალდამცველის ფოტოები დღეს საგამოძიებო სამსახურთან მიიტანა და ხელისუფლება ძალადობის წახალისებასა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ამხილა.

შს სამინისტრო ამ დრომდე არ გვპასუხობს, გაუშვეს თუ არა სისტემიდან კრიმინალური პოლიციის მოძალადე თანამშრომელი. ზაქრო ჩოხელი მედიას ემალება. არსებობს ეჭვი, რომ ის გამოკითხვაზეც კი არ ჰყავთ დაბარებული. არადა თუ ძალოვან უწყებას პოლიტიკური ნება ექნებოდა, ძალადობაში მხილებული სამართალმდაცველის ამოცნობას და მისთვის სასჯელი დაკისრებას ადვილად შეძლებდა. "ტვ პირველის" ეთერში გასულ ექსკლუზიურ კადრებში, თითქმის, ყველა მოძალადის სახე გარკვევით ჩანს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.