პოლიტიკური სინანულის დრო "ოცნებაში" - ივანიშვილის კარზე კრიზისია

02.09.24 20:19
პოლიტიკური სინანულის დრო "ოცნებაში" - ივანიშვილის კარზე კრიზისია

რატომ ეშინია ხელისუფლებას ყველაზე მეტად კოალიციური მთავრობის? - ირაკლი ღარიბაშვილიც კი, პრაქტიკულად, აღიარებს, რომ ეს "ოცნების" დამარცხების ერთადერთი შესაძლო სტარტეგიაა. პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ხელისუფლების ნაკლოვანებებზე საჯაროდ პირველად ალაპარაკდა, ხალხს ეუბნება, რომ მოქმედი მთავრობა არც ისე კარგია, მაგრამ ოპოზიციის კოალიციას მაინც მათი არჩევა სჯობია. ძალაუფლების დაკარგვის გამო შეშინებული ღარიბაშვილი ისევ ომის პროპაგანდის სათავეში ჩადგა.

კოალიციური მთავრობის შიშს თან ამომრჩევლის დაკარგვის დიდი საფრთხე ახლავს და მმართველ პარტიაში კრიზისიც დაიწყო. "ოცნებამ" ყველა პარტიული ღონისძიება ამ დრომდე ისე გამართა, რომ შუშის აკვარიუმში მდგარი ივანშვილისა და სხვა ლიდერების მოსასმენად ხალხის უმრავლესობა ძალით მიიყვანეს. წინასწარ შედგენილი სიებით "ოცნების" შეკრებაზე მისული საჯარო მოხელეები თავად აღიარებენ, რომ შეფების მოთხოვნებს ასრულებენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ.  

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.