ე.წ. პიჯაკების საქმე პროკურატურას მძიმედ შემოუტრიალდა - რაზე ილაპარაკა მოწმემ სასამართლო პროცესზე

02.09.24 20:30
ე.წ. პიჯაკების საქმე პროკურატურას მძიმედ შემოუტრიალდა - რაზე ილაპარაკა მოწმემ სასამართლო პროცესზე

ე.წ. პიჯაკების საქმე პროკურატურას მძიმედ შემოუტრიალდა. თემურ ჯანაშიას და შემდეგ ანზორ ჩუბინიძის ყოფილმა მოადგილემ დღეს დაადასტურა, რომ საიდუმლო განკარგულებების გამოცემა დაცვის სამსახურში დამკვიდრებული პრაქტიკაა. მაშინ გაუგებარია, რატომ არ ზის საბრალდებო სკამზე ჩუბინიძეც. ამ ჩვენების მოსმენის შემდეგ კი ბრალდების მხარე მოწმის დისკრედიტაციაზე გადავიდა. 

დღევანდელ პროცესზე, რომელსაც ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც ესწრებოდა, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. საქმე არ გვაქვს ჯანმრთელ ადამიანთან - ასე აფასებს პატიმარი პრეზიდენტი ოლიგარქის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს. მთავარი, რასაც დიქტატორი ემუქრება, თავისუფლებაა, ამიტომ სააკაშვილი მოსახლეობას კი 26 ოქტომბერს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.

დეტალებზე, ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.