რუსული კანონის სრული კრახი - რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, რეესტრი კი ცარიელი
რუსული კანონის სრული კრახი - რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, აგენტების რეესტრი კი პრაქტიკულად ცარიელია. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი 30 ათასზე მეტი ორგანიზაციიდან, მხოლოდ 500-მა გამოთქვა სურვილი, ჰქონდეს ახალი სტატუსი. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც იძულებულები იყვნენ რეგისტრაცია ფორმალურად გაევლოთ, რომ მცირე რესურსი ჯარიმებში არ გადაეხადათ.
ხვალიდან იუსტიციის სამინისტროს შეუძლია სადამსჯელო მექანიზმები აამოქმედოს. "არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას" - ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პასუხი "ოცნების" მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე. ამ ფონზე კი შედეგებს ქართველი ხალხი უკვე იმკის. ირკვევა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ევროპული დაფინანსება გაუუქმდა და ფული ტურიზმზე აღარ დაიხარჯება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.