მდინარაძე: ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული "ივენთების" დაფინანსება უცხოური ფულით

02.09.24 21:14
მდინარაძე: ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი იყო ე.წ. პარტიული "ივენთების" დაფინანსება უცხოური ფულით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სტრატეგიულ პარტნიორებზე იერიში მიაქვს - "ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს, რომელიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა, დემოკრატიასთან საერთო არაფერი არ ჰქონდა. 

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ფესტივალი უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიული ღონისძიება იყო.

ე.წ. დემოკრატიის ფესტივალს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო ე.წ. პარტიული „ივენთების“ დაფინანსება უცხოური ფულით და როდესაც ამის მხილება მოვახერხეთ ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის, ჟურნალისტების ნაწილს არ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს ქვეყნის წინაშე, რომ მოახერხეთ თქვენც, გემხილებინათ ე.წ. ფესტივალი და სინამდვილეში პარტიული ღონისძიებების უცხოეთიდან დაფინანსება, იძულებულები გახდნენ, მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი დაფინანსებით მათი პარტიული აქტივობები“ , - აღნიშნა მდინარაძემ.