ანა წითლიძის ინფორმაციით, დარჩელში, ენმ-ის შტაბში პროვოკაციის მოწყობა სცადეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, დარჩელის შტაბში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ.
როგორც წითლიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ერთ-ერთი პირი "ოცნების" აქტივისტი, მამუკა ქორთუშვილი იყო, ხოლო პროვოკაციის ხელმძღვანელი ოთარ კოდუა.
"ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. ქართული ოცნების მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი ოცნების აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა დათო კოდუას მამა რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო"- წერს წითლიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.