რა შემთხვევაში იასპარეზებს პარტია "ჩვენ" 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად? - რას ამბობს ქაცარავა
რა შემთხვევაში იასპარეზებს პარტია "ჩვენ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად? - პარტიის გენერალური მდივანი, დავით ქაცარავა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთო ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, ახალი პოლიტიკური ძალა "ჩვენ" გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
როგორც დავით ქაცარავა აცხადებს, "ჩვენ" სხვა ოპოზიციურ კოალიციებთან თუ პარტიებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ სრულიად ოპოზიციური ველი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "ქართული ოცნების" დასამარცებლად გაერთიანდეს.
პარტია "ჩვენ" არჩევნებში გამოდის დამოუკიდებლად. რატომ არ ვუერთდებით რომელიმე პარტიას და რატომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად გამოსვლა და მონაწილეობის მიღება არჩევნებში? ჩვენი პრინციპული პოზიცია არის საერთო ერთობა, ერთი დიდი ერთობა, რომლის პროექტის ავტორებიც, აკია ბარბაქაძე და კახა გოგიძე ჩვენი პარტიის ლიდერები არიან, ეს ერთობა არის უებარი რეცეპტი "ოცნების" დამარცხების და ჩვენ მზად ვართ, რომ თუ ერთობა შედგება ამ ერთობაში მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს დავით ქაცარავამ.