ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო - სენატორი შაჰინი

08.08.21 13:13
ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო - სენატორი შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოსთან მიმდინარე  კონფლიქტს. ეს ასევე დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას და ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში“, - წერს სენატორი Twitter-ზე.