ხაზარაძე: მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე, საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიესალმება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას, ვინც იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად დარეგისტრირებაზე უარი თქვა.
საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი! - ამბობს ხაზარაძე და ხაზგასმით აცხადეს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ერი "ოცნებას" პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს".
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!
ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება - დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი - უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!
რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს - მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ - ხალხმა უკვე იცის სიმართლე!
26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში!
მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.