კრამერი: ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ

03.09.24 11:14
კრამერი: ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ

ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა. 

კრამერი გუშინ პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნება" "კოშმარად იქცა".

დევიდ კრამერის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები საკმაოდ ძლიერი და მკაფიო იყო. ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელისუფლებო შტოებს შორის უმცირესობაშია.

მე მოვუსმინე პრეზიდენტის გამოსვლას გუშინ. მან ვეტო დაადო მესამე სექტორის წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონს. მე ვფიქრობ მისი გზავნილები იყო საკმაოდ ძლიერი და მკაფიო. სამწუხაროდ ის სახელისუფლებო შტოებს შორის უმცირესობაშია. 

მაგრამ მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ იყოს მათ ლიდერი და როგორ უნდა იყოს მათი მომავალი, მაგრამ ჩვენ გვაწუხებს, რომ ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ. 

ქართველმა ხალხმა გამოავლინა რომ ის ევროპული არჩევანის ერთგულია. ჩვენ ეს ქუჩაში დავინახეთ. თუმცა არ ვფიქრობთ რომ საქართველოს ხელისუფლებას იგივე კურსი აქვს. ამიტომ ქართველ ხალხს სჭირდება ამერიკის შეერთებულო შტატებიდან და ევროკავშირიდან გარკვეული დახმარება. და ეს დახმარება ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაა, და მეორეს მხრივ სანქცირების ბერკეტის გამოყენება"- ამბობს კრამერი.