ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს - კრამერი
იმედი მაქვს აშშ დააწესებს პერსონალურ სანქციებს, მინდა EU-მაც მიიღოს ანალოგიური ზომები - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
კრამერი, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, პირდაპირ ამბობს, რომ მომხრეა ტარგეტირებული, მიზანმიმართული სანქციების იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელი არიან საქართველოში რუსული კანონის მიღებისა და ამოქმედების გამო.
ის ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილზეც და "ოცნების" საპატიო თავმჯდოანმრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ერთდროულად სასაცილოს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.
კრამერი პირდაპირ მოითხოვს, რომ "ოცნების დამფუძნებელს სანქციები დაუწესდეს
კონფერენცია ემთხვევა ენჯეოების კანონპროექტის ამოქმედების ვადას, ისინი დარწგისტრირებას არ აპირებენ. საკითხავია რას იზავს ახლა საქართველოს მთავრობა. არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ მთავრობა ამას შესაბამისი გზით უპასუხებს. იმედი მაქვს რომ ისინი კანონს სამოქალაქო ზეწოლის მოსახდენად არ გამოიყენებენ, განსაკუთრებით არჩევნებამდე ორი თვით ადრე. იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები დამატებით ზომებს დააწესებს, იქნება ტარგეტირებული ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური სანქციები, იმ პირების წინააღმდეგ ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი. ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მსგავს ზომებს მიიღებს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირიც ასე მოიქცეს. მათ შეაჩერეს მოლაპარაკების პროცესი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ასეთი ზომები არის საჭირო, ეს ზომები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისინი განსაზღვრულია ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება.
მე მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. მისი კომენტარი, რომ აშშ არის გლობალური ომის პარტიის ნაწილი, არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6.5. მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. მე უკვე რამდენიმე წელია ვიძახი, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს და ახლაც ასევ ვფიქრობ. მე ამას არ ვამბობ კმაყოფილებით, მე მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ არ მინდა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით წაიყვანოს", - ამბობს კრამერი.