შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს - მარკო მიხელსონი

03.09.24 11:31
შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს - მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის წევრი, მარკო მიხელსონი, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს.

მიხელსონი საქართველოს მოსახლეობას დამარვლით ეუბნება, რომ რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ქვეყნისთვის გადამწყვეტია, რადგან სწორედ ამ არჩევნებით გადაწყდება, საქართველო ევროპის მიმართულებით წავა თუ რუსეთის.

პარლამენტარი ასევე "ოცნების" მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისთის, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობა შეძლოს. 

საქართველოსთვის ეს წელი გადამწყვეტია. მომავალ თვეში თქვენ გაქვთ არჩევნები, სადაც უნდა გადაწყვიტოთ ევროპა გინდათ თუ რუსეთი. ძალიან შეწუხებული ვართ იმის ნახვით, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს.

არ ვფიქრობ რონ ამჟამინდელ მთავრობას შეუძლია ევროკავშირის რეალური პარტნიორი გახდეს და ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე უფრო შორს წაიყავნოს. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ყველა მათ ქმედებაზე, რათა ერთ დღეს შეძლოთ გახდეთ ევროკავშირის წევრები", - ამბობს მარკო მიხელსონი.