ვაშაძე მდინარაძეს: რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?
“მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა? ის, რომ რუსული კანონის მიღებით ევროინტეგრაცია შეაჩერეთ? თუ ის, რომ თქვენი მაფიოზური კლანების მიერ გაზრდილი ფასების გამო ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ.“ - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ კითხვებს უპასუხოს, თუ რატომაა ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და იზოლაციაში:
“მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა? ის, რომ რუსული კანონის მიღებით ევროინტეგრაცია შეაჩერეთ? თუ ის, რომ თქვენი მაფიოზური კლანების მიერ გაზრდილი ფასების გამო ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ. თუ ის არის სიცრუე, რომ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ თქვენი მმართველობის დროს უკიდურესი გაჭირვების გამო ქვეყანა დატოვა.
თუ ის, რომ ადამიანი სამუშაო ადგილს ვერ პოულობს ამ ქვეყანაში, თუ ის არის სიცრუე, რომ 20 000-ით შემცირდა შობადობა ქვეყანაში. გაეცით ამ კითხვებს პასუხი.
ბანერზე რომ აღშფოთდით იმიტომ, რომ სიმართლე გითხარით, გაეცით ამ კითხვებს პასუხი, რატომ ხდება ეს ყველაფერი? და ახლა რელიგია რომ გინდათ გამოიყენოთ საარჩევნო თვალსაზრისით და მაღალმა სასულიერო იერარქიის წევრებმა სიმართლეში რომ გამხილეს და მათ რომ თავს ესხმით, ამას გაეცით პასუხი.საქართველოს რეალურად აქვს ნამდვილად ორი არჩევანი - ერთი არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე არის სიღატაკე იზოლაციაში. თქვენი გზა არის სიღატაკე იზოლაციაში და პასუხი გაეცით კითხვებს, რომლებსაც საზოგადოება გისვამთ, რომელსაც ჩვენ გისვამთ. გადით ხალხში და ნახეთ, როგორი გაჭირვებაა, როგორი მძიმე მდგომარეობაა.
გაზრდილი ფასების გამო ადამიანს ეშინია ყოველდღე მაღაზიაში შევიდეს. უმუშევრობის გამო უცხოეთში მიდის ხალხი, შობადობის შემცირების გამო დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს ქვეყანაში. ამ კითხვებს გაეცით პასუხი, აი, ეს მოიტანეთ, თქვენ “ ქართულმა ოცნებამ” და აი ეს არის სწორედ სიღატაკე და ახლა გინდათ, რომ დიდი კედელი ააშენოთ და იზოლაცiაში მოაქციოთ ეს ქვეყანა.არ გამოგივათ ესე, ამიტომ გაეცით კითხვებს პასუხი. ველოდები შენგან პასუხს, რატომ არის ეს ამდენი პრობლემა ქვეყანაში? შეეშვით ამ რაღაცა სიცრუეებს, სიმართლის, რომ გეშინიათ ეს აბსულუტურად გასაგებია. ბევრგან ვნახავთ ბანერს, სადაც კონკრეტულად ვეტყვით საზოგადოებას, რომ არჩევანი არის კეთილდღეობა ევროკავშირში, თუ სიღატაკე იზოლაციაში. “- განაცხადა ვაშაძემ