ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი შვედეთის საგარეო განვითარების მინისტრს, დიანა იანსეს შეხვდნენ
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი შვედეთის საგარეო განვითარების მინისტრს, დიანა იანსეს შეხვდნენ
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ არჩევნებზე მეგობრების მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა თითოეული ხმა დაცული იყოს.
ყველა ანალოგიური შეხვედრა ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენს მეგობრებს კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ ქართველ ხალხს გვსურს ევროპულ ოჯახში ინტეგრირება, ქართველი ხალხის ნებაა ურყევი და ქართველ ხალხს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს იმისათვის, რომ მათი თავისუფლად გამოხატული ნება იყოს დაცული, მათი ხმები იყოს დაცული. ამისთვის ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენს მეგობრებთან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.