შერჩევითი სამართლის წმინდა მაგალითი - ლევან ცუცქირიძე ანტიკორუფციულს პასუხობს

03.09.24 12:32
შერჩევითი სამართლის წმინდა მაგალითი - ლევან ცუცქირიძე ანტიკორუფციულს პასუხობს

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი და "თავისუფლების მოედანის" დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას შერჩევითი სამართლის გატარებაში ადანაშაულებს. 

ცუცქირიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს.

"თავისუფლების მოედანის" დამფუძნებელს კომენრეტული მაგალითი მოჰყავს და ამბობს, სანციები, რომლიც  უწყებამ გაერთიანებას დაუწესა უსაფუძვლოა. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ასევე, ხაზგასმით განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის არ არის შექმნილი, "პარტიის ლიდერების მიმართ ანგარიშვალდებული იყოს და პარტიული პოლიტიკა გაატაროს".

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დაუყოვნებლივ გაუქმდება „რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონები“.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე"- ამბობს ცუცქირიძე. 

მე მინდა უპირველეს ყოვლისა შევეხო რუსული კანონის საკითხს, როგორც იცით, გუშინ ნებაყოფლობით აგენტად დარეგისტრირების ვადა გავიდა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლიტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა ამ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე.
ეს, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ სოლიდარობას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიულ, პოლიტიკურ საზოგადოებაში მთლიანად. ასევე აჩვენებს იმას, რომ ის ერთიანობის, ერთობლივი ბრძოლის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა ამ გაზაფხულს არსად არ წასულა, ის ისევ აქ არის და თავის თავს აუცილებლად გამაოვლენს ამ შემოდგომას, განსაკუთრებით 26-ში, როდესაც ხელისფულების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდება ამ რუსული კანონის, სხვა რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონების სწრაფი გაუქმება და საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიის მშენებლობის და ევროპაში ინტეგრაციის გზას, რომელიც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის აბსოლიტური უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი. 

აქვე მინდა შევეხო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩვენი კოალიციის წევრების მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების შემთხვევებს, როგორც ვხედავთ მათ განსაკუთრებულ სამიზნედ აარჩიეს ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და ამ საქმეში შემოვიდნენ სუფთა წარსულით, სუფთა ხელებით, თავისი პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. ეს არის შერჩევითი სამართლის წმინდა მაგალითი. ზოგადად ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებს თუ შევხედავთ ის ადამიანები, ვის მიმართაც მიიღეს ზომები მათთვის ეს არის ერთადერთი და პირველი გადაწყვეტილება და ყველა ეხება „ძლიერი საქართველოს“ და „თავისუფლების მოედნის“ წევრებს. შერჩევითია იმიტომ რომ ამ რეესტრში ვერ ნახავთ მსგავს მოთხოვნებს სხვა ადამიანების მიმართ მაგალითად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ.
მე მინდა წაგიკითხოთ მოკლე ციტატა ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის მიმართ გაგზავნილი წერილიდან თუ რის საფუძველზე მიიღო ზომები ანტიკორუფციულმა ბიურომ.
აი რას ამბობს ის: „მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას დავდო ჩემი წილი აგური დემოკრატიის მშენებლობაში და დავიწყო და გავხდე იმ მოძრაობის წევრი, რომელიც ასე საჭიროა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ერთიანი რწმენით, ერთმანეთის სულისკვეთების გაზიარებით შევძლებთ ეს ქვეყანა ვაქციოთ უკეთეს სახელმწიფოდ საუკეთესო ხალხისთვის მსოფლიოში“.

აი ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ანტიკორუფციულმა ბიურმო დაიწყო მოქმედება, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც ბევრად უფრო მწვავე ბევრად უფრო პარტიული ნიშნით გამორჩეული, ხშირად შეურაცხმყოფელი დისკრიმიანციული და სხვა ლექსიკით მეტყველებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მიმართ არანაირი ინტერესი არ არსებობს. ეს სამწუხაროა. ეს სააგენტო არ არის შექმნილი, რომ იყოს ანგარიშვალდებული პარტიის ლიდერების მიმართ და გაატაროს პარტიული პოლიტიკა. ესეც წარმოადგენს ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს. ანტიკორფუფციული ბიურო უნდა ექვემდებარებოდეს არა პრემიერს, არამედ უნდა ექვემდებარებოდეს და ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს პარლამენტთან და ამის საშუალებით ქართველ ხალხთან. ესეც აუცილებლად შეიცვლება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მოძრაობა "თავისუფლების მოედანს", ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), მის დამფუძნებელს ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის წევრებს ფინანსური გამჭვირვალობა დაავადლებულა.

რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, ორგანიზაცია "თავისუფლების მოედანმა" ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები.