არჩევნები ემიგრანტების გარეშე - "ემგიდი" ხელისუფლების გადაწყვეტილება ცესკო-ში ასაჩივრებს
გადამწყვეტი არჩევნები ემიგრანტების გარეშე - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, არ გახსნან დამატებითი უბნები საზღვარგარეთ ორგანიზაცია "ემგიდი" პირველ ჯერზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასაჩივრებს.
სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები ცესკოსგან განმარტებას ოფიციალურად ითხოვენ, უარის შემთხვევაში კი სასამართლოში წავლენ.
როგორც ბაჩანა შენგელიამ "ტვ პირველს" განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ 48 საათში პასუხს ვერ მიიღებენ, სასამართლოში მათ ინტერესებს "სამართლიანი არჩევნები" დაიცავს.
შენგელიას თქმით, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 4 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ემიგრანტების მოთხოვნა უკვე წარუდგინეს. პლატფორმის წარმომადგენლების ინფორმაციით, კიდევ 50 ქალაქში მცხოვრები ემიგრანტები აგროვებენ ხელმოწერებს.
ჩვენ 4 ქალაქის მონაცემები, ხელმოწერები მივაწოდეთ უკვე ცეკსოს, თუმცა 50-მდე ქალაქის ხელმოწერა უკვე მზადდება.ჩვენს ემიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ადამიანებს, რომლებიც წლებია არჩენენ ამ ქვეყანას და წლებია, ჩვენ ვიბრძვით მათი უფლებისთის, იმისთვის, რომ მათ 26 ოქტომბერს მისცენ ხმა და ცესკო ვალდებულია 50 ხელმოწერაზე გახსნას საზღვარგარეთ ახალი უბანი და მისცეს ამ ადამიანებს ხმის უფლება.იმ შემთხვევაში თუ, ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს ცესკო, 48 საათს ვაძლევთ, კანონის თანახმად ასე არის და თუ არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით, რომელთანაც ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია, "ისფედი" და "სამართლიანი არჩევნები" მზად არის, რომ დაეხმაროს ემიგრანტებს დაეხმაროს სასამართლო პროცესის წარმოებაში და ჩვენ ამ პროცესს გადავიტანთ უკვე სასამართლოში და ცესკოს ან მოუწევს გახსნას უბანი საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ან აღიაროს რომ ის არჩევნებს აყალბებს და არ აძლევს ჩვენს ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.