პაპუაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიცია "არები" დაუწერა

03.09.24 13:22
პაპუაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიცია "არები" დაუწერა

პირველი საშემოდგომო სესია პარლამენტის თავმჯდომარემ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის "არების" დაწერით გახსნა. შალვა პაპუაშვილმა დღეს, ფაქტობრივად, მასწავლებლის როლი მოირგო და სხდომაზე დამსწრეთა სია ამოიკითხა.

სახელისუფლებო გუნდის ლიდერი დღეს არც ოპონენტებზე თავდასხმას მოერიდა და თქვა, რომ ხალხის მსახურების ნაცვლად მათ "რაღაც კონფერენციაზე" დასწრება არჩიეს, სადაც უცხოელებთან ერთად საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. 

დარბაზის ერთი ნაწილი ძალიან ხალვათად არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირას სკოლაც დაიწყო და ალბათ იქაც არის სიის ამოკითხვა და „არას“ დაწერა,რ ოდესაც ვინმე არ ესწრება.
შემოვიდა რამდენიმე წერილი ბოიკოტზე. მინდა შევხედოთ, ამ მხრივ, ვინ ესწრება, ვინ არ ესწრება.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ ესწრება, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - არა, პოლიტიკური ჯგუფი ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის - არა, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ - არა, პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ - არა, პოლიტიკური ჯფუფი „ლელო“ - არა, პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - არა, პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - არა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - არის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - არის, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ - არის. 
ესეც მანიშნებელია საერთო ჯამში, დიდი ალბათობით, რომელიღაც კონფერენციაზე არიან კოლეგები. უცხოელებთან ერთად ქართველი ხალხის მსახურებას მათ ალბათ ამჯობინეს კონფერენციაზე დასწრება და იქიდან საქართველოს გმობა და ქართველი ხალხის გმობა, - თქვა დღეს შალვა პაპუაშვილმა.