"თქვენი საუბარი სუვერენიტეტზე ისეთივე ყალბია, როგორც შუშის „ბუტკა“ თუ ჩაწერილი ტაში" - ხმაური საშემოდგომო სესიაზე
პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე თეონა აქუბარდიას სიტყვით გამოსვლას შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. გახარიას გუნდის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს არის ბოლოს საშემოდგომო სესია, როდესაც "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მან ასევე თქვა, რომ "მშვიდობასთან" დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა ყალბია, რადგან "ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი ვერ იქნება.
თქვენი საუბარი სუვერენიტეტზე ისეთივე ყალბია, როგორც მთელი ის სპექტაკლი თავისი შუშის „ბუტკით“ თუ ჩაწერილი ტაშით, რომელსაც თქვენ აჩვენებთ ქართველ ხალხს. თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული, იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ეთად, - თქვა სხდომაზე აქუბარდიამ.
თავის მხრივ, ოპოზიციის წევრი სიყალბეში დაადანაშაულა შალვა პაპუაშვილმაც.
„სიყალბე“ იმდენად ხშირად თქვით, რომ მემგონი, ეს რაღაც ფროიდისეული წამოცდენა იყო. ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, თქვენ შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველ დღე. როგორც იმოძრავეთ ოპოზიციაში ზიგზაგებით ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე, - უთხრა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.