მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა - წილოსანი
მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა, - ამის შესახებ პირველ საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო წილოსანმა განაცხადა. სახელისუფლებო გუნდის წევრის მტკიცებით, ეს მსოფლიო პრაქტიკაა და "ოცნების" ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საფუძველი ვერ გახდება.
მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა და მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შემთხვევაში, ვერ გახდება შეცხადების თუ კრიტიკის საფუძველი, - თქვა წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს პირველის საშემოდგომო სესია გაიხსნა. სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს სესია სიის ამოკითხვით დაიწყო და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას "არები" დაუწერა.
მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ხელისულების ოპონენტების დიდი ნაწილი არ ესწრება, ის მაინც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.