ქვეყანაში რუსული კანონი ამოქმედდა - მესამე სექტორი და ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს
იუსტიციის სამინიტრო მოქმდებაზე გადადის. დღეიდან ქვეყანაში რეპრესიული რუსული კანონი ამოქმედებულია. ამ წუთიდან რატი ბრეგაძის უწყებას შეუძლია, იმ ორგანიზაციებში, ვინც აგენტად საკუთარი სურვილით არ რეგისტირებდა, სპეცდეპარტამენტი შეუშვას და მათი დასანქცირება დაიწყოს. მესამე სექტორი, ვინც წლებია ბავშვების, ქალები და ხალხის უფლებებზე მუშაობს, დღეს უკვე დახურვის რისკის წინაშე რეალურად დგას.
სიმართლე გითხრათ, მე არ წარმომიდგენია, მე რომელიც ყოველ დღე რამდენიმე შეტყობინებას ვიღებ ქალებისგანდ ა ზოგჯერ კაცებისგანაც დახმარებაზე, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიღვიძო და ვუთხრა, რომ ვერ დაგეხმარებით, იმიტომ, რომ „საფარი“ აღარ არსებობს, იურისტები აღარ გვყავს, გაკოტრებული და დახურულია მთლიანი ორგანიზაცია. მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი დღე. რა თქმა უნდა, ვართ ამ რისკის წინაშე. როგორ წარმოგიდგენიათ, 25 ათას ლარიან ჯარიმებს რომელიმე ორგანიზაცია გაუმკლავდეს, რომელსაც საერთოდ არ აქვს შემოსავალი?, - ამბობს“საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
ხელისუფლებისგან მსუსხავი ზომების გამოყენებას ელოდება ოპოზიციაც. ამის მიუხედევად, "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ მესამე სექტორი ძლიერად დგას საკუთარ პოზიციაზე და აჩვენებს, რომ რუსული სპეცოპერაციის არ ეშინიათ.
ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შესაძლებელია, რომ გამოიყენონ ის მსუსხავი ზომები, თუმცა კარგად ადვინახეთ, რომ მხოლოდ 1,5% არის რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციების, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ ამ რუსული სპეცოპერაციის არავის ეშინია, სამოქალაქო სექტორი დგას ძალიან ძლიერად, ამაყად საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე და სწორედ ასე ძლიერად დაუპირისპირდება ნებისმიერ ამ ტიპის ღონისძებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეცდება და გამოიყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამბობს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის ფონზე მიიღო. მესამე სექტორმა და ოპოზიციამ სარჩელით, შეჩერდეს რუსული კანონის ამოქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სამდღიანი პროცესების შემდეგ სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. მესამე დღეა მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.