ზარქუა პრეზიდენტს ღირსებას უწუნებს და გადადგომას ურჩევს

03.09.24 14:56
ზარქუა პრეზიდენტს ღირსებას უწუნებს და გადადგომას ურჩევს

ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტს ღირსებას უწუნებს და გადადგომას ურჩევს. "ოცნების" წევრი დღეს ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილს "საზოგადოებაში ნულის ფასი აქვს".

მადამ პრეზიდენტ, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში, რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ. პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაცი არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ, რომ მიუღებლად მიგიჩნიათ ქართულმა საზოგადოებამ და ძალით აგირჩიეს, ძალით, ჩვენი ლიდერების ფოტოებით და ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც გააჩნია სინდისი, ღირსება, გადადგებოდა და იტყოდა, მოდი ჩავნიშნოთ ვადამდელი. აი იქ მივხდებით თქვენს რეალურ შანსს, რეალურ გავლენას და რეალურ ავტორიტეტს საზოგადოებაში - ნული, შემიძლია, ფრანგულადაც გითრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ გსმენიათ, იცით და უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი. აი ესა ხართ თქვენ, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ", - განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.