წინასაარჩევნო მოსყიდვა გურიაში - "ოცნების" შტაბში მოქალაქეს ფული გადასცეს
ტვ პირველმა ოზურგეთში, "ქართული ოცნების" შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირა. შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე მოქალაქეს ფულს, 400 ლარს გადასცემს. შენობაში ასევე იმყოფებოდა გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მისი განმარტებით, მოქალაქეს ფული წყლის საყიდლად მისცეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, პირი ვისაც თანხა გადასცეს, შტაბის წევრი არ არის.