ქალბატონ პრეზიდენტს თუ ცუდად სძინავს და კოშმარები ესიზმრება, ეს მისი პრობლემაა - დავითულიანი

03.09.24 15:03
ქალბატონ პრეზიდენტს თუ ცუდად სძინავს და კოშმარები ესიზმრება, ეს მისი პრობლემაა - დავითულიანი

ქალბატონ პრეზიდენტს თუ ცუდად სძინავს და კოშმარები ესიზმრება, ეს მისი პრობლემაა - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდეტნმა თქვა, რომ "ოცნება" კოშმარად იქცა".

დავითულიანის თქმით, ქვეყანაში იმგვარი სიტუაცია არ არის, როგორზედაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. 

სალომე ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციურ პლატფორმად, რომელიც ეხმარება ოპოზიციას საარჩევნო მიზნების მიღწევაში. სალომეს თუ ცუდად სძინავს, ქალბატონ პრეზიდენტს და კოშმარები ესიზმრება, ეს მისი პრობლემაა და ქვეყანაში ამგვარი სიტუაცია არ არის", - განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.