ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ენმ რუსეთის ხელისუფლებასთანაა გარიგებული
"ქართული ოცნების" წევრი ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთის ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებებო წყალს სწორედ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს.
რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთში რომ ვერ მეგობრობენ, ეს, მემგონი, ყველას კარგად მოგვეხსენება, შესაბამისად, ჩემთვის არანაირი სიურპრიზი არ არის თუ რუსეთი დასავლეთს რაღაცაში ადანაშაულებს. აბსოლუტურად ყველა მათ მიერ გაკეთებული განცხადება ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ხოლო როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, ყველა განცხადება სწევდა საპროტესტო მუხტს. შესაბამისად, შესაძლოა, რაღაცა გარიგება არსებობდეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსეთის ხელისუფლებას შორის, - ამბობს ლევან მგალობლიშვილი.
რუსეთის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს - TACC-ი ირწმეუნება, რომ ამ მიზნით უკრაინისა და საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასავლეთი პაციენტებზე "სახიფათო ცდებს" ატარებს.