„რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში!
„რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
469 არასამთავრობო ორგანიზაცია ნებაყოფლობით დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში. ასევე, ჯერ დარეგისტრირდა და შემდეგ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა მოძრაობამ „სირცხვილია“.
დიდი ალბათობით, ყველა რეგისტრირებული ორგანიზაცია არის „რუსული ოცნების“ გავლენის ქვეშ - პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი „რუსული ოცნების“ აგენტები არიან. ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში!"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.
3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზაციები რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს, დააჯარიმოს ან დაიწყოს ე.წ. მონიტორინგი.
მას შემდეგ რაც რუსულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა, საშიში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.
კანონი, გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს შევიდა ძალაში. ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის.
გუშინ, 2 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის.
რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში არაჩივრებენ - კოლეგიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას.