ქართველი ხალხის ხმა - ვოლკერი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე

03.09.24 15:22
ქართველი ხალხის ხმა - ვოლკერი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის ხმაა.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესს აჟღერებს თავის განცხადებებში, არამედ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ემსახურება.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესანიშნავი საქმე გააკეთა, რომ ყოფილიყო ხმა ქართველი ხალხის. ის ცდილობს იყოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან ახმოვანებდეს რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესს, არამედ მთელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენ ამას ვხედავთ. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მისი როლი მთელს ამ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპოს უსაფრთხოებისთცის, რაც რისკის ქვეშ დააყენა პუტინის შეჭრამ უკრაინაში. ეს პრობლემას უქმნის მთელს ევროპას და რა თქმა უნდა საქართველოს", - განაცხადა ვოლკერმა. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.