"ოცნების" მსგავსი რიტორიკაა - კუროპტევი კრემლის ბრალდებებზე
ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორი იგორ კუროპტევი ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთის დემონიზებას სხვადასხვა პროპაგანიდსტული, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს დასავლეთი ომისთვის ემზადება და სხვა ქვეყნებში ცდებს ატარებს, რაც, პრაქტიკულად, "ოცნების" მსგავსი რიტორიკაა.
რუსეთი ყოველთვის ამ შინაარსის განცხადებებს არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ ხშირად აკეთებს. ამით ცდილობენ, საფრთხეს წარმოაჩინონ მთელი ცივილური სამყარო. ალაპარაკებენ ცნობილ რუს მკვლევარს, რომელიც ამავდროულად, პუტინის მეგობარი და ოლიგარქის ძმაა. ამგვარად, ეს ხალხი, რომელიც დეზინფორმაციასა და ტყუილებს ავრცელებს, ცდილობენ, რომ ვირუსებისა და ქიმიური იარაღებზე საუბრით პროპაგანდისტული მედია ხშირად ალაპარაკონ. ყველაფერი, საბოლოოდ კი დასავლეთის დემონიზებას ისახავს მიზნად. რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი ომისთვის ემზადება და სხვა ქვეყნებში ცდებს ატარებს, სწორედ „ოცნების“ მსგავსი რიტორიკაა, - ამბობს კუროპტევი.
რუსეთის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს - TACC-ი ირწმეუნება, რომ ამ მიზნით უკრაინისა და საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასავლეთი პაციენტებზე "სახიფათო ცდებს" ატარებს.