შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა - იან ბონდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე
მას შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა - ასე აფასებს ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორის იან ბონდი საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.
ბონდი ასე 26 ოქტომბრის არჩევნების გადამწვეტ მნიშვნელობაზე, მთავრობის შეცვლასა და კანონის უზენაესაობაზე საუბრობს.
მას შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა, ის მართლაც წუხს არსებულ სიტუაციაზე. მაგრამ მე ვფიქრობ რომ მთავარი მესიჯი, რაც მას ჰქონდა არის ის, რომ ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებილი, რომ ხმა მისცეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და ეს უნდა გადაწყდეს ბიულეტენზე და არა ქუჩაში. და საჭიროა დასხდომა და მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გვესმის კანონის უზენაესობა, არ უნდა არსებობდეს შიში რომ მთავრობა შეიცვლება და განსხვავებული პოზიციის მქონე ქარიშხალში მოექცევიან. საჭიროა კანონის უზენაესობის დაცვა იმგვარად, რომ მოხდეს საერთო თამაშის წესებზე შეთანხმება", - განაცხადა იან ბონდმა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.