მე ლიდერი დავინახე - ანა მარია ბილდტი სალომე ზურაბიშვილზე

03.09.24 15:34
მე ლიდერი დავინახე - ანა მარია ბილდტი სალომე ზურაბიშვილზე

ყოფილი ევროპარლამენტარი ანა მარია ბილდტი საქართველოს პრეზიდენტის ცოდნით და მსჯელობით აღფრთოვანებულია.

ბილდტი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილში ლიდერი დაინახა და მისმა სიტყვამაც შთაბეჭდილებით აღსავსე დატოვა.

თქვენს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შთაბეჭდილებებით აღსავსე დავრჩი. მომეწონა მისი სიტყვაც. ის იყო ძალიან ღია, მან გამოამჟღავნა სიმართლე, რათა საქართველო სერიოზულად შევიდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ ვითარდება, ის იყო ძალიან შეშფოთებული და შეწუხებული, ქართველის ხალხის გამო. ძალიან გაოცებული დავრჩი მისი ცოდნით და მისი სწორი მსჯელობით და სიმართლე გითხრათ, მე დავინახე ლიდერი", - განაცხადა ბილდტიმ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "გარდამტეხი წელის" მონაწილეებს შეხვდა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, რა დროსაც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა.