მინდა, ზურაბიშვილს ვუთხრა, 26 ოქტომბრის საღამო მისთვის ნამდვილად კოშმარი იქნება - "ოცნების" დეპუტატი

03.09.24 15:43
მინდა, ზურაბიშვილს ვუთხრა, 26 ოქტომბრის საღამო მისთვის ნამდვილად კოშმარი იქნება - "ოცნების" დეპუტატი

პირველ საშემოდგომო სესიას პარლამენტშ პრეზიდენტზე თავდასხმის გარეშე არ ჩაუვლია. "ოცნების" დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სალომე ზურაბიშვილს დაპირდა, რომ 26 პქტომბრის საღამოს მისთვის "კოშმარი" იქნება. ამასთან, დეპუტატმა თქვა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობიდან ენმ-ს პრეზიდენტობამდე დაეცა. 

სალომე ზურაბიშვილმა „კოშმარი“ დაგვიძახა. მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტობიდან კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე დაეცა, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. მინდა, ამ ქალბატონს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბრის საღამო ნამდვილად იქნება კოშმარი მისთვის, - მაბობს გიორგი ჩაკვეტაძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს პირველის საშემოდგომო სესია გაიხსნა. სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს სესია სიის ამოკითხვით დაიწყო და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას "არები" დაუწერა.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ხელისულების ოპონენტების დიდი ნაწილი არ ესწრება, ის მაინც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.