"რაკურსებს არჩევდნენ, რომ ეტლი კარგად გამოჩენილიყო" - არასრულწლოვანი თალაკვაძის არშემდგარ პიარზე
"ჩვენი სკოლა ოზურგეთში. ბავშვებმა კალათბურთის სათამაშოდ დაგვპატიჟეს" - ამ სათაურით აქვეყნებს არჩილ თალაკვაძე ფოტოს Facebook გვერდზე, სადაც აქცენტი ეტლით მოსარგებლზე არასრულწლოვანზეა.
"გირჩი მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, რომელიც ფოტოზე ასახულია ეტლით მოსარგებლე პირია, ტვ პირველთან ამბობს რომ "ოცნების" წევრები და გუბერნატორი სტადიონზე არავის დაუპატიჟებია, იქ მყოფი პირები არც "ოცნების" მხარდამჭერები არიან და ყველაფერი თალაკვაძის პიარის ნაწილი იყო. მისი თქმით, "ოცნება"მისი, როგორც ეტლით მოსარგებლე პირის საარჩევნო კამპანიისტვის გამოყენებას შეეცადა.
ვთამაშობდით კალათბურთს, მოვიდნენ, მოვარდნენ და ულევი ფოტო გადაიღეს, თან ისე რომ ეტლი კარგად გამოჩენილიყო, რაკურსებს არჩევდნენ, რომ ბორბლები კარგად გამოჩენილიყო, რომ მერე დაწერდნენ, რომ "ქართული ოცნების" წევრი როგორ კეთილად ექცევა შშმ პირს. ჩემთან ეს არ გაუვიდოდათ და წინასწარ დავწერე, რომ ფოტოს დადებდნენ და ვინმეს "ქოცი" არ გეგონოთთქო. არანაირი დაპატიჟება არ ყოფილა, ფოტოები გადაგვიღეს და წავიდნენ", - ამბობს ნიკოლოზ ბეჟუაშვილი.